Sunday, November 16, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

             დღეს ტრენინიგის ბოლო დღეა.
       გავეცანით კოლეგების პორტფოლიოს მასალებს. გავაკეტეთ პრეზენტაციები.  ვიმსჯელეთ საპროექტო იდეების აქტუალურობასა და პრაქტიკაში განხორციელების წარმატებულობაზე. ტრენინგის დასრულების დღე ძალზედ ნაყოფიერი აღმონდა. მივიღეთ ტრენერის რეკომენდაციები. მოვისმინეთ კოლეგების კომენტარები. მადლობა ტრენერს საუკეთესო ტრენინგისათვის. მადლობა კოლეგებს თანამშრომლობისათის.                      ტრენინგი დასრულდა

Saturday, November 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია


  • მერვე დღის სამუშაო გეგმის გაცნობა
  • დამხმარე, ფასილიტაციის ნიმუშების გაცნობა
  • დიფერენცირებული სწავლების კითხვარზე მუშაობა
  • პროექტის პორტფოლიოს განხილვა
  • პროექტის პორტფოლიოს ბლოგზე ატვირთვა
  • ბლოგზე განთავსებული პორტფოლიოს განხილვა/შეფასება
  • მერვე დღის რეფლექსია

Sunday, November 9, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


  • ბლოგზე სასწავლო პროცედურების დოკუმენტების გაცნობა.
  • მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკის გაცნობა და ჩვენი პროექტის შესაბამისად ადაპტირება
  • ბლოგზე გაჯეტების ჩასმის ტექნოლოგიების გაცნობა და შესაბამისი გაჯეტების ჩასმა ბლოგზე

Saturday, November 8, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

  • მოსწალის სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაციების განხილვა და ბლოგზე განთავსება
  • სასწავლო პროექტის გეგმის შევსება პორტფოლიოში
  • პრეზენტაციების ჩასწორება, ბლოგზე ატვირთვა და რედაქტირება
  • ბლოგზე სასარგებლო რესურსებიდან შეფასების სტრატეგიების გაცნობა და პროექტის გეგმის შეფასების შევსება
  • ბლოგზე ჩვენი ნამუშევრების გალამაზება
  • ბლოგზე გვერდების ჩამატების შესწავლა
  • ბლოგის გადაყვანა საიტზე

Saturday, November 1, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ ამოცანებისა და მიზნების დახვეწაზე. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშები და რუბრიკა. დავამუშავეთ ჩვენი პროექტისათვისსაკვანძო კითხვები და განვათავსეთ ბლოგზე. გავაკეთეთ ჯგუფში კომენტარები.დავიწყეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები
1. როგორ ასახავს ან ცვლის ხელოვნება საზოგადოებას?

თემატური კითხვები
1. რით ჰგავს ცხოვრება თეატრს?
2. როგორ ასახავს თეატრალური წარმოდგენა დღევანდელობას?
3. ნამდვილად იცავს ჩვენს უფლებებს კონსტიტუცია?
.4. რა არის სოციალური უთანასწორობის გამომწვევი მიზეზი
5.  რატომ არის საჭირო კანონი

შინაარსობრივი კითხვები
1. რა არის კონსტიტუცია?
2. რა არის კანონი




Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

  • მოსწავლები ჩაატარებენ  კვლევას თემში სოციალური უთანასწორობის შესახებ. 
  • წაიკითხავენ იროდიონ ევდოშვილის მოთხრობას ,,ორი ობოლი" და შეავსებენ ვარაუდების სქემას
  • ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში" მოძებნიან და ჩამოწერენ იმ მუხლებს-უფლებებს  რომლებიც არ გააჩნდათ მოთხრობის მთავარ გმირებს.
  • მოსწავლები განსაზღვრავენ  საკუთარ ადგილსა  და მნიშვნელობა საზოგადოებაში და შესძლებენ ვარაუდების გამოთქმას, საკუთარი პოზიციის განსაზღვრას და დასაბუთებას.
  • მოსწავლეები ერთმანეთთან დააკავშირებენ საქართველოს მრავალფეროვნების ძირითადი მახასიათებლებს
  • შეძლებენ  გაანალიზონ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები. გაიაზრებენ სოციალურ უთანასწორობას და გამოუმუშავდებათ მსჯელობა არგუმენტირების უნარ-ჩვევა.
  • დაწერენ ესეებს ,,ხელოვნება და სინამდვილე".

მესამე დღის რეფლექსია

დავიწყეთ მეორე მოდულზე მუშაობა.დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ ჩვენი   პროექტის იდეები.
  ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე,სტანდარტებზე და სტანდარტის შესაბამის შედეგებზე. დავამთავრეთ ბროშურა.  გავეცანით ნიმუშებს და მოვიფიქრეთ მოსწავლის ამოცანები.
შემდეგი დღისთვის უნდა მოვიფიქროთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ასევე, ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები,ამოცანები და დავაკომენტეროთ ჩვენი კოლეგების პოსტები.
   დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო


მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით ტრენინგების მონაწილეების მიერ წარმოდგენილ პროექტების იდეებს. გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები იდეების ირგვლივ რომლებიც კომენტარებითაც გამოვხატეთ. შევქმენით ბუკლეტი პროექტისათვის. მივიღეთ დავალება და დავიწყეთ ბუკლეტისათვის შესაბამისი მასალის მომზადება.







Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

21-ე საუკუნეში ქუჩა იქცა ერთგვარ თეატრად. ამიტომ თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია  საკუთარი ადგილისა და როლის განსაზღვრა საზოგადოებაში. მოსწავლეები აანალიზებენ პროფესიონალიზმის მნიშვნელობას პიროვნების განვითარებისათვის. მოსწავლეები გამოავლენენ საზოგადოების განვითარების დონეს. არის თუ არა საზოგადოება დამნაშავე? როგორ შეიძლება ამ პრობლემის შემსუბუქება? ხომ არ იქნება ეს საზოგადოებისათვის გაწნული სილა, რომელიც შეარცხვენს და გამოაფხიზლებს მას. მოსწავლეები გაანალიზებენ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობას. 

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია


  • დავრეგისტრირდი ინტელის სასწავლო ტრენინგის პროგრამებზე. 
  • გავეცანით პროექტის მიზნებს
  • შევქმენით ახალი ბლოგი
  • გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს
  •  გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
  • მოგვეცა საშინაო დავალება, პროექტის დასახელება და იდეა