Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

21-ე საუკუნეში ქუჩა იქცა ერთგვარ თეატრად. ამიტომ თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია  საკუთარი ადგილისა და როლის განსაზღვრა საზოგადოებაში. მოსწავლეები აანალიზებენ პროფესიონალიზმის მნიშვნელობას პიროვნების განვითარებისათვის. მოსწავლეები გამოავლენენ საზოგადოების განვითარების დონეს. არის თუ არა საზოგადოება დამნაშავე? როგორ შეიძლება ამ პრობლემის შემსუბუქება? ხომ არ იქნება ეს საზოგადოებისათვის გაწნული სილა, რომელიც შეარცხვენს და გამოაფხიზლებს მას. მოსწავლეები გაანალიზებენ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობას. 

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო იდეაა.XXIს-ში საზოგადოების გარკვეული ნაწილი ვერ ამჩნევს ქუჩის პრობლემებს,უამრავ მაწანწალა ბავშვს,როგორ ცხოვრობენ ისინი ქუჩაში,რა პრობლემები აქვთ,თქვენი პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეები პროექტის განხორციელების შემდეგ ჩამოყალიბდებიან ბევრად უკეთეს ადამიანებად,გაიზრდებიან და მხარში დაუდგებიან გაჭირვებულებს.

    ReplyDelete