Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

  • მოსწავლები ჩაატარებენ  კვლევას თემში სოციალური უთანასწორობის შესახებ. 
  • წაიკითხავენ იროდიონ ევდოშვილის მოთხრობას ,,ორი ობოლი" და შეავსებენ ვარაუდების სქემას
  • ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში" მოძებნიან და ჩამოწერენ იმ მუხლებს-უფლებებს  რომლებიც არ გააჩნდათ მოთხრობის მთავარ გმირებს.
  • მოსწავლები განსაზღვრავენ  საკუთარ ადგილსა  და მნიშვნელობა საზოგადოებაში და შესძლებენ ვარაუდების გამოთქმას, საკუთარი პოზიციის განსაზღვრას და დასაბუთებას.
  • მოსწავლეები ერთმანეთთან დააკავშირებენ საქართველოს მრავალფეროვნების ძირითადი მახასიათებლებს
  • შეძლებენ  გაანალიზონ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები. გაიაზრებენ სოციალურ უთანასწორობას და გამოუმუშავდებათ მსჯელობა არგუმენტირების უნარ-ჩვევა.
  • დაწერენ ესეებს ,,ხელოვნება და სინამდვილე".

No comments:

Post a Comment