- მოსწავლები ჩაატარებენ კვლევას თემში სოციალური უთანასწორობის შესახებ.
- წაიკითხავენ იროდიონ ევდოშვილის მოთხრობას ,,ორი ობოლი" და შეავსებენ ვარაუდების სქემას
- ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში" მოძებნიან და ჩამოწერენ იმ მუხლებს-უფლებებს რომლებიც არ გააჩნდათ მოთხრობის მთავარ გმირებს.
- მოსწავლები განსაზღვრავენ საკუთარ ადგილსა და მნიშვნელობა საზოგადოებაში და შესძლებენ ვარაუდების გამოთქმას, საკუთარი პოზიციის განსაზღვრას და დასაბუთებას.
- მოსწავლეები ერთმანეთთან დააკავშირებენ საქართველოს მრავალფეროვნების ძირითადი მახასიათებლებს
- შეძლებენ გაანალიზონ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები. გაიაზრებენ სოციალურ უთანასწორობას და გამოუმუშავდებათ მსჯელობა არგუმენტირების უნარ-ჩვევა.
- დაწერენ ესეებს ,,ხელოვნება და სინამდვილე".
Friday, October 31, 2014
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მესამე დღის რეფლექსია
დავიწყეთ მეორე მოდულზე მუშაობა.დღე დავიწყეთ გამეორებით,დავხვეწეთ ჩვენი პროექტის იდეები.
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე,სტანდარტებზე და სტანდარტის შესაბამის შედეგებზე. დავამთავრეთ ბროშურა. გავეცანით ნიმუშებს და მოვიფიქრეთ მოსწავლის ამოცანები.
შემდეგი დღისთვის უნდა მოვიფიქროთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ასევე, ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები,ამოცანები და დავაკომენტეროთ ჩვენი კოლეგების პოსტები.
ვიმუშავეთ პროექტის შაბლონზე,სტანდარტებზე და სტანდარტის შესაბამის შედეგებზე. დავამთავრეთ ბროშურა. გავეცანით ნიმუშებს და მოვიფიქრეთ მოსწავლის ამოცანები.
შემდეგი დღისთვის უნდა მოვიფიქროთ მიმართულების მიმცემი კითხვები. ასევე, ბლოგზე გამოვაქვეყნოთ პროექტის მიზნები,ამოცანები და დავაკომენტეროთ ჩვენი კოლეგების პოსტები.
დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო
მეორე დღის რეფლექსია
გავეცანით ტრენინგების მონაწილეების მიერ წარმოდგენილ პროექტების იდეებს. გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები იდეების ირგვლივ რომლებიც კომენტარებითაც გამოვხატეთ. შევქმენით ბუკლეტი პროექტისათვის. მივიღეთ დავალება და დავიწყეთ ბუკლეტისათვის შესაბამისი მასალის მომზადება.
Sunday, October 26, 2014
ჩემი პროექტის იდეა
21-ე საუკუნეში ქუჩა იქცა ერთგვარ თეატრად. ამიტომ თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი ადგილისა და როლის განსაზღვრა საზოგადოებაში. მოსწავლეები აანალიზებენ პროფესიონალიზმის მნიშვნელობას პიროვნების განვითარებისათვის. მოსწავლეები გამოავლენენ საზოგადოების განვითარების დონეს. არის თუ არა საზოგადოება დამნაშავე? როგორ შეიძლება ამ პრობლემის შემსუბუქება? ხომ არ იქნება ეს საზოგადოებისათვის გაწნული სილა, რომელიც შეარცხვენს და გამოაფხიზლებს მას. მოსწავლეები გაანალიზებენ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობას.
Saturday, October 25, 2014
პირველი დღის რეფლექსია
- დავრეგისტრირდი ინტელის სასწავლო ტრენინგის პროგრამებზე.
- გავეცანით პროექტის მიზნებს
- შევქმენით ახალი ბლოგი
- გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს
- გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს
- მოგვეცა საშინაო დავალება, პროექტის დასახელება და იდეა
Subscribe to:
Posts (Atom)